Saturday, October 31, 2015

მეცხრე ტრენინგდღე

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენ პროექტის მასალებს და შევისწავლეთ მისი ინტერნეტსივრცეში ატვირთვა. გადავიტანეთ ბლოგზე.
       ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლეთ.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.

მერვე ტრენინგდღე

მერვე დღეს მოვაწესრიგეთ პორთფილიო, დავასრულეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა,გადავხედეთ ჩვენ პროექტს, შევიტანეთ ცვლილებები და მივეცით საბოლოო სახე.
     ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, შევცვალეთ დიზაინი და შევიტანე ინტერნეტიდან მასალები და მივეცი საბოლოო სახე.

Saturday, October 24, 2015

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.საბოლოო სახე მივეცით და მოვაწესრიგეთ პორთფოლიო. გავეცანით საავტორო უფლებების მარტივ შაბლონს,სადაც იწერება მიძიებული ინფორმაციის მისამართები.გავიმეორეთ წინა დღეების განვლილი მასალები.

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

მეექვსე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბლიკა, შეფასების კრიტერიუმები, აღინიშნა რომ პრეზენტაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, როგორცპრეზენტაციის შინაარს ისე მის ორგანიზებას და დიზაინის ელემენტებს.მოსწავლე ფასდება როგორც პრეზენტაციის შინაარსის მიხედვით ისე  მისი დიზაინით, თუმცა მთავარია შინაარსი, რომელიც გაშლილია 7 ქვეკომპონენტად. 

Saturday, October 17, 2015

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ მოსწავლეებზე დაკვირვება ტრენინგის მიმდინარეობისას,დაკვირვება მათ მოქმედებებზე,  უნარ- ჩვევებზე. განვიხილეთ პრეზენტაციაზე  თანატოლთა უკუკავშირის თემა.მოსწავლეთა მონიტორინგი საკუთარ თავზე. მოსწავლე პროექტის გეგმის მიხედვით  გეგმავს თავის მუშაობას, მონიტორინგს უწევს საკუთარ თავს და თანატოლებს, აკეთებს თვითშეფასებას. 

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე, კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე. ამ  შეფასების ინსტუმენტების გამოყენება  ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას, რადგანაც უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე და ის შესაძლო პრობლემები რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.