Saturday, October 31, 2015

მეცხრე ტრენინგდღე

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენ პროექტის მასალებს და შევისწავლეთ მისი ინტერნეტსივრცეში ატვირთვა. გადავიტანეთ ბლოგზე.
       ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლეთ.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.

მერვე ტრენინგდღე

მერვე დღეს მოვაწესრიგეთ პორთფილიო, დავასრულეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა,გადავხედეთ ჩვენ პროექტს, შევიტანეთ ცვლილებები და მივეცით საბოლოო სახე.
     ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, შევცვალეთ დიზაინი და შევიტანე ინტერნეტიდან მასალები და მივეცი საბოლოო სახე.

Saturday, October 24, 2015

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.საბოლოო სახე მივეცით და მოვაწესრიგეთ პორთფოლიო. გავეცანით საავტორო უფლებების მარტივ შაბლონს,სადაც იწერება მიძიებული ინფორმაციის მისამართები.გავიმეორეთ წინა დღეების განვლილი მასალები.

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

მეექვსე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბლიკა, შეფასების კრიტერიუმები, აღინიშნა რომ პრეზენტაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, როგორცპრეზენტაციის შინაარს ისე მის ორგანიზებას და დიზაინის ელემენტებს.მოსწავლე ფასდება როგორც პრეზენტაციის შინაარსის მიხედვით ისე  მისი დიზაინით, თუმცა მთავარია შინაარსი, რომელიც გაშლილია 7 ქვეკომპონენტად. 

Saturday, October 17, 2015

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ მოსწავლეებზე დაკვირვება ტრენინგის მიმდინარეობისას,დაკვირვება მათ მოქმედებებზე,  უნარ- ჩვევებზე. განვიხილეთ პრეზენტაციაზე  თანატოლთა უკუკავშირის თემა.მოსწავლეთა მონიტორინგი საკუთარ თავზე. მოსწავლე პროექტის გეგმის მიხედვით  გეგმავს თავის მუშაობას, მონიტორინგს უწევს საკუთარ თავს და თანატოლებს, აკეთებს თვითშეფასებას. 

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე, კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე. ამ  შეფასების ინსტუმენტების გამოყენება  ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას, რადგანაც უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე და ის შესაძლო პრობლემები რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს. 

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

მესამე დღე დავიწყეთ შეფასების კრიტერიუმების განხილვით.ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტებზე, მიმართულების მიმცემ კითხვებზე. განვიხილეთ შინაარსობრივი, ზოგადი და თემიდან გამომდინარე კითხვები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობისას მუშაობაში და დასახული მიზნის მიღწევაში.

Saturday, October 10, 2015

პირველი მოდულის რეფლექსია


2015 წლის 19 სექტემბერს ჭალის საჯარო სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგი რომელსაც ატარებდა მასწავლებელთა სახლის ტრენერი გიორგი ხომასურიძე.
       პირველი დღე გაცნობით დავიწყეთ.ტრენერი საკმაოთ კომუნიკაბელური პიროვნებაა.
ტრენინგის დასაწყისში ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზანი.
აღნიშნა პროექტის, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობის მნიშვნელოვანი როლი სასწავლო პროცესში.
პროექტები შესაძლებლობას იძლევასასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს  ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტსმოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაამ მოდულში  შევისწავლე თუ როგორ  შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებიროგორ განსაზღვრო მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე  ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა   სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო  სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზეგასვლაშიდა 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის  გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების  განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული  მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონისპორტფოლიოს რუბრიკისა ბ დაპროექტის  ს   პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
  • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
  • რეფლექსია სწავლაზე
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვისდაწყებარომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.